თავიდან აიცილეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება - ბლინკენი ნეთანიაჰუს

ბლინკენი ნეთანიაჰუ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელს აქვს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის სრული უფლება.