როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
თურქეთმა 12 იანვარს შვედეთის ელჩი დაიბარა სტოკჰოლმში გამართულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით, სადაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიგურა თავდაყირა ჩამოკიდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა ინციდენტის დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი მოლოდინი, რომ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირები გამოვლენილიყვნენ, ჩატარდეს საჭირო პროცესები და შვედეთმა შეასრულოს დანაპირები“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
პროტესტი ქურთული ორგანიზაცია როჟავას კომიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს. მასზე ფიგურა, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თავდაყირა ეკიდა.
„ისტორია გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირად მთავრდებიან დიქტატორები, ასე რომ, ყველას გულისთვის, ერდოღან, გამოიყენე შანსი და გადადექი, რათა თავდაყირა არ აღმოჩნდე თაქსიმის მოედანზე“, - წერს როჟავას კომიტეტი ტვიტერზე.