დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საგზაო რუკის დასასრულებლად.