სომალიში, „ალ-შაბაბის“ ტერორისტებმა ავარიულად დაშვებული გაეროს ვერტმფრენის მგზავრები მძევლად აიყვანეს - The New York Times

სომალი

სომალიში, „ალ-შაბაბის“ ტერორისტებმა ავარიულად დაშვებული გაეროს ვერტმფრენის მგზავრები მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს ვერტმფრენი, რომელსაც ცხრა მგზავრი გადაჰყავდა, ავარიულად დაეშვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

არსებული ინფორმაციით, ექვსი მგზავრი მძევლად აიყვანეს, ორი გაიქცა, ხოლო ერთი მოკლეს. მგზავრებს შორის უცხოელებიც იყვნენ.

ვერტმფრენი, რომელიც სომალიში გაეროს მხარდაჭერის ოფისს ეკუთვნის, ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა სომალიში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს.