აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
მეცნიერები და ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში სიარულის მანერა ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს. მაგალითად, მძიმე ნაბიჯები ხშირად ბრაზთანაა დაკავშირებული, მოხრილი მხრები კი შეიძლება სევდიანობაზე მიანიშნებდეს.
ამ კუთხით ცოტა ხნის წინ იაპონიის ტელეკომუნიკაციების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
პირველ ექსპერიმენტის განმავლობაში მსახიობებს დაავალეს თავიანთი ცხოვრებიდან სხვადასხვა ემოციის გამომწვევი მოვლენა გაეხსენებინათ, მაგალითად, ბრაზის, ბედნიერების, შიშის ან სევდის. მათ სახის ნეიტრალური გამომეტყველება უნდა შეენარჩუნებინათ.
ჩანაწერები სპეციალურ ვიდეოებად აქციეს, რომლებშიც სხეულის მთავარ სახსრებს 17 თეთრი წერტილი აღნიშნავდა. ეს კადრები ზრდასრული ასაკის მოხალისეებს აჩვენეს, რომლებსაც თავიანთ მიერ აღქმული ემოციის შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ ხელი. აღნიშნულ ამოცანას მათ თავი წარმატებულად გაართვეს: იმ ნიშნულზე გაცილებით მაღლა, რომელიც უბრალოდ დამთხვევას შეესაბამება.
ამის შემდეგ მკვლევრებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც პრინციპული კომპონენტის ანალიზის (PCA) სახელითაა ცნობილი. მათ სიარული სხვადასხვა კომპონენტად დაყვეს, მაგალითად, თავის მოძრაობად. მეცნიერებმა ერთი კანონზომიერება შენიშნეს: მოხალისეებმა ემოციები ძირითადად მკლავისა და ფეხის ქანაობის (ამას PC2 უწოდეს) სიგანისა და დროის მიხედვით შეაფასეს.
მეორე ექსპერიმენტში მეცნიერებმა სიარულის ნეიტრალური მანერა გააანალიზეს და ის PC2-თან მიმართებით განიხილეს. მოხალისეებმა ემოციების ამოცნობა ამჯერადაც სწორად შეძლეს: მსახიობები უფრო გაბრაზებულნი იყვნენ, როცა კიდურებს მეტად აქანებდნენ; სევდის ან შიშის შემთხვევაში კი - ნაკლებად.