არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია.
ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა. მისი თქმით, გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებით ვერ დგინდება, ვინ არის ჩანაწერებში დაფიქსირებული პიროვნება.
"საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ტერორისტული აქტის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ეს საქმე იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა შემდგომ, როდესაც ჩიხში შევიდა გამოძიება, საჭიროდ ჩათვალეს, რომ რადგან ვერ დაადგინეს ვინ იყო ის პირი, ოდოროგიული კვლევის ნიმუშის აღების შემდეგ, ბრალი წაუყენეს ალექსანდრე ელისაშვილს მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით და ამით ცდილობენ გაამყარონ თავიანთი პოზიციები. ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ამ შემთხვევაში პროკურატურამ გაავრცელა, ვერ დგინდება, თუ ვინ არის კონკრეტულად ის პირი", - განაცხადა ადვოკატმა.
საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება. საუბარია 2025 წლის 4 მაისს, ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.