დენი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

„გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ზირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მიხეილ ხერგიანის, სანდრო კანდელაკის, კონსტანტინე ლესელიძის, მიქატაძის, საბაშვილის, კანდელაკის, ომარ ხიზანიშვილის და იპოლიტე ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.