არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. შემდეგი სხდომა 21 მაისს ჩატარდება.
„ბრალდების მხარე მას ედავება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე არაერთი პირი გამოიკითხა, მათ შორის დამსწრე მანდატურები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, ჩატარდა ექსპერტიზები. საქმეში სამი ექსპერტიზაა წარმოდგენილი, ვიდეო და ფონოსკოპიური, სადაც დადგენილია, რომ ნამდვილად ბაჩანა ახალაიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
„მოწოდება ხელისუფლების კონსტიტუციურად დამხობის შესახებ არის მისი აზრი“, - განუცხადა პროცესის დასულების შემდეგ ჟურნალისტებს ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა.
ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს