„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
49 წლის შარლიზ ტერონი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა. ახალი პარტნიორის საძიებო „აპში“ Raya შარლიზმა ნამდვილი სახელი არ გაასაჯაროვა, თუმცა, მას თავისი ოფიციალური „ინსტაგრამ“ ექაუნთი მიაბა.
აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული ტერონი მოდელ, ალექს დიმიტრიევიჩს ხვდებოდა. წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს, თუმცა, მედიის ცნობით, მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.
რაც შეეხება გაცნობის აპლიკაციას, შარლიზი არ გახლავთ პირველი ვარსკვლავი, რომელიც მსგავსი ტიპის აპლიკაციას იყენებს. „აპის“ მეშვეობით სიყვარულის მოძებნა მანამდე ჩენინგ ტატუმმა, შერონ სტოუნმა, კარა დელევინმა, ჰარი სტაილსმა და სხვა სელებრითებმაც სცადეს.