„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათმა მინისტრმა შეთანხმების სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო ერთი იყო წინააღმდეგი.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, არის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი.
„ისრაელი აფასებს აშშ-ს წვლილს ამ პროცესში და იტოვებს უფლებას, იმოქმედოს მისი უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.