„შეცდომით არჩეული მსხვერპლი...“ – გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელსაც უკვე 8 ეჭვმიტანილი ჰყავს (უცხოეთი)

მკვლეოობა

ავსტრალიაში 85 წლის კრის ბაღსარიანის გატაცებისა და მკვლელობის საქმე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიად რჩება. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, რის შედეგადაც საქმესთან დაკავშირებული ბრალდებულების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის 13 თებერვალს შეიარაღებულმა პირებმა 85 წლის კაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ 85 წლის მამაკაცი თავდამსხმელების რეალური სამიზნე საერთოდ არ ყოფილა.

პოლიციის ვერსიით, კრიმინალები სხვა ადამიანის გატაცებას გეგმავდნენ, თუმცა მისამართი ან პიროვნება შეეშალათ და შემთხვევით ბაღსარიანი წაიყვანეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ გამტაცებლებს გამოსასყიდის მოთხოვნა ჰქონდათ განზრახული.

დაკარგული მამაკაცის ძებნა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით მისი ცხედარი გოლფის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

ბოლო რეიდების დროს პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ამოიღო შაშხანა, 66 000-ზე მეტი ავსტრალიური დოლარი ნაღდი ფულის სახით, ნარკოტიკული საშუალებები, სტეროიდები, ელექტრონული მოწყობილობები და შავი ნიღაბი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ მისამართზე ინახებოდა ავტომობილი, რომელიც ბაღსარიანის ცხედრის გადასატანად გამოიყენეს.

გამოძიება მიიჩნევს, რომ დანაშაულში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ახალი დაკავებები არ არის გამორიცხული.