ტრაგედია ოთო ფოლადაშვილის ოჯახში
1740081353
არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერის, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების სურვილი აშშ-ისგან მოდის და არა რუსეთისგან.
„ძალიან ბევრი ქალაქია განადგურებული, შენობების უმეტესობა დანგრეულია. მათ ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან ვფიქრობ, მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში.
ვფიქრობ, მათ გააკეთეს 20 პროცენტი, მაგრამ გააკეთებენ 100 პროცენტს, თუ ეს მოუნდებათ. თქვენ გაქვთ ქალაქები, რომლებიც აბსოლუტურად დანგრეულია.
განა უკრაინელმა ხალხმა არ უნდა თქვას, რომ დიდი ხანია, რაც არჩევნები არ ჩატარებულა? ეს არ არის რუსეთისგან წამოსული, ეს არის ჩემგან და მოდის ასევე მრავალი სხვა ქვეყნიდან.
შეხედეთ, რა ხდება უკრაინის ქალაქებში, იქ ერთი შენობაც არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ღაზაზე, უკრაინის ქალაქები პირდაპირ ჰგავს ღაზას. ხალხი დაიღალა ამით, მათ სურთ დაინახონ, რომ რაღაც ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინას სამი წელი ჰქონდა შეთანხმების დასადებად.