შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

sharl misheli

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღეს, შესაბამისად ის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა სამ ბელგიურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.

„გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო 2024 წლის არჩევნებში. ევროსაბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს და დაასახელოს ჩემი შემცვლელი ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში“, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიამ მის ამჟამინდელ თანამდებობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

მიშელმა აღნიშნა, რომ 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში გაიმართება, ამიტომ მიშელის არჩევის შემთხვევაში ის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტს ივლისის შუა რიცხვებში დატოვებს.