სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუბიო

სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე - წერია ლავროვის უწყების ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს პუტინი-ტრამპის საუბრის საკომუნიკაციო არხის შენარჩუნებაზე, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.