ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანში ჩავიდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ხვდება და ასევე გამართავს მოლაპარაკეებს ირანის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთქმედების გაფართოება იქნება მომავალი მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით.
სამომავლო პერსპექტივაში ასევე იკვეთება ახალი ხელშეკრულებები ქვეყნებს შორის, სადაც ერთ-ერთი მიმართულება იქნება რუსული გაზის ექსპორტი ირანში. გავრცელებული ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება თითქმის მზად არის და შეიძლება, მალე გაფორმდეს.
მოლაპარაკებები ფასებთან დაკავშირებით გრძელდება. გაზსადენმა გეგმის მიხედვით აზერბაიჯანზე უნდა გაიაროს. ატომურ ელექტროსადგურ „ბუშერის“ ახალ ენერგობლოკზე მუშობის პარალელურად, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომი“ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ ერთი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება სირია.
ირანი, რუსეთთან და თურქეთთან ერთად, ურთიერთქმედებდა სირიის კრიზისის მოგვარების შესახებ „ასტანის ფორმატის“ მოლაპარაკებების ფარგლებში.
გასულ თვეში რუსეთმა და ირანმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს.