სასამართლომ რეპერი A$AP Rocky გაამართლა

ასაპ როკი

რეპერი A$AP Rocky ყოფილი მეგობრისთვის სროლის საქმეში გაამართლეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მუსიკოსს, 2021 წელს მეგობრისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას აბრალებდნენ. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, 36 წლის ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი სასამართლო დარბაზში თავის პარტნიორს, რიანას გადაეხვია და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ნაფიცი მსაჯულებისადმი მადლიერება გამოხატა.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ცხოვრება გადაარჩინა“, - განაცხადა რეპერმა.

საქმეზე სასამართლო პროცესმა ორ კვირას გასტანა.