სასამართლომ გაამართლა ცოლი, რომელსაც ქმარი „ცოლქმრული მოვალეობის შეუსრულებლობაში“ ადანაშაულებდა - რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 69 წლის ფრანგი ქალი, რომელმაც ქმართან სექსზე უარი თქვა, განქორწინებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ადრე საფრანგეთის სასამართლომ დააკმაყოფილა მამაკაცის სარჩელი და მისი ცოლი განქორწინებაში დამნაშავედ ცნო ინტიმურ ურთიერთობაზე რეგულარული უარის გამო. 

ქალი არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა, რომ ქორწინების მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა შეესაბამება სექსუალური თავისუფლების პრინციპებს და სხეულის ავტონომიის უფლებას.

წყვილი დაქორწინებულია 1984 წლიდან. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი. ოჯახში ატმოსფერო 2002 წელს დაიძაბა, როცა მამაკაცმა ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობა დაიწყო.