სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ

დიდი შვიდეული

სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორდღიან შეხვედრაზე შეიკრიბნენ. იოჰანესბურგში, მინისტერიალში არ მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. შეხვედრაში ვაშინგტონს ელჩი წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „დიდი ოცეულის“ მინისტერიალამდე სამხრეთ აფრიკა ანტიამერიკული დღის წესრიგის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ღონისძიებაში. კერძოდ, რუბიომ სამხრეთ აფრიკა გააკრიტიკა მიწის კანონის გამო და განაცხადა, რომ ის „დიდ ოცეულს“ „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის“ დღის წესრიგის წინ წაწევისთვის იყენებს.

იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და ვან იმ განიხილეს მრავალი საკითხი, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობები და უკრაინის კონფლიქტი. მანამდე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კლეგასთან მისი შემდეგი შეხვედრა მალე მოსკოვში გაიმართება.