„ეს უაზროდ ნათქვამი იყო...“ - ჯულია რობერტსს ძმა საჯაროდ ბოდიშს უხდის

ჯულია

უკვე მრავალი წელია, ცნობილ მსახიობს, ჯულია რობერტსს, ძმასთან - ერიკ რობერტსთან უთანხმოება აქვს. ახლახან კაცმა მემუარები, სახელწოდებით "გაქცეული მატარებელი: ან ჩემი ცხოვრების ისტორია აქამდე", გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ჯულიას ბოდიშს უხდის.

"იმედი მაქვს, ჯულია ამ საჯარო ბოდიშს მიიღებს. ეს უაზრო ნათქვამი იყო." - წერს ერიკი წიგნში. ის ასევე ნარკოდამოკიდებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს იმასაც, თუ როგორ იმოქმედა პრობლემამ დებთან - ჯულიასა და ლიზასთან ურთიერთობაზე. "ლიზასა და ჯულიას სიყვარული და დაცვა სჭირდებოდათ. სამაგიეროდ, მათ ჩემგან შიში და გაურკვევლობა მიიღეს." - წერს ერიკ რობერტსი. განაგრძეთ კითხვა