საფრანგეთის ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

https://www.bbc.com/news/articles/c984enp4480o?fbclid=IwY2xjawInuKlleHRuA2FlbQIxMAABHVsZjSB3dPaUWij4-gfc3bXZKn37V87_f8zdl65vgyWfk2Ae4mb5iF12kg_aem_51DtCtvrGsnlVzFtaCEqYw

 საფრანგეთის ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიციამ ალჟირში დაბადებული 37 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც ხელისუფლებას ტერორიზმის სიაში ჰყავდა შეყვანილი.

ინციდენტი ბაზრის მახლობლად მოხდა. თავდასხმის შედეგად ორმა პოლიციელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ სამი პოლიციელი კი მსუბუქად დაშავდა.