საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

16 წყალმდე ბავშვებს სოცქსელები აეკრძალათ

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

როგორც სააგენტო AFP იუწყება, კანონპროექტს ეროვნული ასამბლეის 279 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 81 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი მანამდე სენატმაც დაამტკიცა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საფრანგეთი ევროპაში წამყვანი ძალაა ბავშვებისა და მოზარდების დაცვის საკითხებში.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ადრე მაკრონი გამოთქვამდა იმედს, რომ აკრძალვა ძალაში სექტემბრისთვის შევიდოდა.

პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აკრძალვას და ხაზი გაუსვა ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორიცაა TikTok, Snapchat ან Instagram.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ძირითადად გამოთქვამდნენ შიშებს ხელისუფლების მხრიდან პირად ცხოვრებაში შესაძლო ჩარევისა და პერსონალური მონაცემების გაჟონვის გამო - სოციალურ ქსელებზე წვდომის მისაღებად მომხმარებლებს მოუწევთ იმის მტკიცებულების წარდგენა, რომ ისინი უკვე 15 წლის არიან.