„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს მიმართა.
მან აღნიშნა, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს, ხოლო რუსეთს და მის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ურჩია, ალიანსს ნუ ეთამაშება.
„ჩემი გზავნილი მათთვის [რუსეთისთვის] იქნება, რომ ეს ალიანსი, რომელიც ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 1 მილიარდ ადამიანს მოიცავს, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს. თქვენ ნატოს ვერ დაამარცხებთ. ჩვენ თავდაცვითი ორგანიზაცია ვართ, არასდროს დავესხმებით თავს არავის. ჩვენ მხოლოდ დავიცავთ ჩვენი ცხოვრების წესს, დემოკრატიებს, ტერიტორიას, შესაბამისად, ნუ გვეთამაშებით“, - თქვა რუტემ.