„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის, რა დამატებითი იდეები, ღონისძიებები და აქტივობები შეიძლება იყოს პარლამენტებს შორის ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საორგანიზაციო საკითხებთან ერთად ასევე შეთანხმდება ბელგრადის დეკლარაციაც.
„ამ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად ასევე შევათანხმებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც მთლიანად ამ კონფერენციის იდეა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს გვაქვს განზრახვა, რომ ერთად ვიმუშაოთ გაწევრიანების გზაზე, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, დავეხმაროთ, გავაერთიანოთ ჩვენი ხმა და ერთიანი ხმით ვიყოთ წარმოდგენილი ამ პროცესში და ვიყოთ ამ პროცესის შემქმნელები და მონაწილეები და არა უბრალოდ ამ პროცესის ობიექტები. ეს სულისკვეთება საერთოა ჩვენს კოლეგებს შორის და აისახება ბელგრადის დეკლარაციაშიც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა.