რუსეთში, დრონები საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა - არიან დაჭრილები

სარატოვი

რუსეთში, სარატოვსა და ენგელსში, დრონები საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა. არიან დაჭრილები.

მძიმედ დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენები დახმარებას ადგილზე იღებენ, განაცხადა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა.

ადგილობრივი მ,ედია რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სარატოვში თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს", - ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ რომან ბუსარგინს.

სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა ნამსვრევებმა ოცი მანქანა დააზიანა.

ამ ეტაპზე, უცნობია შეტევაში ორზე მეტი დრონი მონაწილეობდა თუ არა და მოჰყვა თუ არა მას სხვა შედეგები.