ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
გასულ კვირას ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრებმა ევროკავშირს მოუწოდეს, შექმნას გზა, უკრაინის ქალაქებისა და დაბების აღდგენის დასაფინანსებლად რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებით, რომ „რუსეთი იყოს ანგარიშვალდებული, თავისი ქმედებისთვის“.
რუსული აქტივების კონფისკაცია ასევე ცენტრალური თემა იყო G7-ის ეკონომიკური მაღალჩინოსნების ამ თვეში გამართულ შეხვედრაზე. იდეას მხარი დაუჭირა გერმანიამ და კანადამ.
ამერიკის შეერთებული შტატები კი, რომელიც ხელმძღვანელობდა გლობალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ფრთხილი აღმოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, შეუერთდნენ თუ არა აქტივების ჩამორთმევას.
გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა ეკონომისტმა, სახაზინო მდივანმა ჯანეტ ლ. იელენმა როგორც ჩანს, დახურა კარი შეერთებული შტატების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღოს ამ აქტივების ჩამორთმევაში.
იელინმა, თქვა რომ ამ თანხების ჩამორთმევა დაარღვევს ამერიკის კანონმდებლობას.
„ეს არ არის ის, რაც ლეგალურად უნდა დავუშვათ შეერთებულ შტატებში“, - თქვა სახაზინო მდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის აღსადგენად 600 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.