ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა უკრაინას "მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას" მიაწვდის.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია "ნახოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალება, შეაკავოს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან".
"ჩვენ არ ვეძებთ ომს NATO-სა და რუსეთს შორის. რამდენადაც მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღშფოთებას იწვევს, შეერთებული შტატები არ შეეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ არ ვიქნებით უშუალოდ ჩართული ამ კონფლიქტში, არც ამერიკული ჯარების გაგზავნით უკრაინაში საბრძოლველად, არც რუსეთის ძალებზე თავდასხმით",- განაცხადა ბაიდენმა.