მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ამერიკაში სწავლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ „ამერიკელებმა, როგორც უნიჭიერესი გოგო, ისე „მოიტაცეს“.
„მე თავად ვსწავლობდი ამერიკულ პროგრამაზე, რომელიც სოლიდური თანხით ფინანსდება. დიახ, ორჯერ ვიყავი მათი მოსწავლე. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა მომიტაცეს, როგორც უნიჭიერესი გოგო და უნდოდათ ჩემი ზომბირება. მათი მიზანია, შეცვალონ ნიჭიერი რუსი ახალგაზრდების აზროვნება, საუბარია რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ხვალ ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან.
ეს ადამიანები ხვალ ორიენტაციას აიღებენ ამერიკაზე და ზუსტად ეს უნდათ მათ, ასეც ხდებოდა, მე 15 წლის წინ წამიყვანე ამერიკაში, ერთი წელი ეძებდნენ ნიჭიერ გოგონებსა და ბიჭებს და მართლაც მოახერხეს. ასეთი პროგრამები ამერიკაში უამრავია“, – ამბობს მარგარიტა სიმონიანი.