„როიტერი“ - საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სამსახური ჩინური ჩატბოტის DeepSeek- ის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს

DeepSeek

საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სამსახური ჩინური ჩატბოტის DeepSeek- ის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

საფრანგეთში სურთ, უკეთ შეისწავლონ, თუ როგორ მუშაობს ჩინური სტარტაპის AI სისტემა და როგორია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შესაძლო რისკები.

„უკეთ რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა და რა რისკებია მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, CNIL დაკითხავს კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც DeepSeek ჩეთბოტს გთავაზობთ“, – აღნიშნა დეპარტამენტმა.

იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა კი ჩინური DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი დაბლოკა. მიზეზად – პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება.