„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
გლობალური დათბობა იწვევს მთელ მსოფლიოში მყინვარების სწრაფ დნობას. Business Insider-მა ნათლად აჩვენა, როგორი იქნებოდა დედამიწა, პლანეტის ყველა მყინვარი რომ გადნეს.
National Geographic-მა ადრე შეაფასა, რომ გლობალური ზღვის დონე 65 მეტრით გაიზრდებოდა, თუ ჩვენს ოკეანეებში არსებული ყინული დადნებოდა. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნა პლანეტის მომავალი გარეგნობის ვიზუალიზაცია.
ბევრი ევროპული ქალაქი, როგორიცაა ბრიუსელი და ვენეცია, პრაქტიკულად წყლის ქვეშ იქნება. ანალოგიური სიტუაცია იქნება აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
მილიონობით ადამიანი აზიაში იძულებული იქნება გადავიდეს ქალაქის შიდა ნაწილში. ისეთ ქალაქებია მაგალითად მუმბაი, პეკინი და ტოკიო. სამხრეთ ამერიკა დაემშვიდობება ისეთ ქალაქებს, როგორიცაა რიო დე ჟანეირო და ბუენოს აირესი.
აშშ-ში ნელ-ნელა გაქრება ზღვაში ქალაქები, როგორიცაა ჰიუსტონი, სან-ფრანცისკო და ნიუ-იორკი, რომ აღარაფერი ვთქვათ ფლორიდის მთელ შტატზე.
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა მყინვარი დნება - ნახეთ ვიდეო: