როგორ გამოიყურება ჯიმ კერის სახლი, რომელიც $29 მილიონად იყიდება

ჯიმ ქრი

მსახიობი ჯიმ კერი კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში, მის საკუთრებაში არსებულ სასახლეს $29 მილიონად ყიდის. გაყიდვის პროცესის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბრენტვუდის უბანში მდებარე სასახლის ფართობი 12,700 კვადრატული ფუტია (1,179 კვადრატული მეტრი).

ხუთი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, ჩოგბურთის კორტები, ეს ჯიმ კერის სასახლის მხოლოდ მცირე დახასიათებაა. თუმცა, აღნიშნულის გარდა, Sotheby’s International Realty-ის მიერ წარმოდგენილ სურათებში კარგად ჩანს თავად მსახიობის პერსონალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ასევე მისი საკუთარი ხელოვნების ნიმუშებიც.

მსახიობობის გარდა, ჯიმ კერი მხატვრობასა და მოქანდაკეობასაც ითავსებს, მისი ნამუშევრები კი აშშ-ისა და კანადის გალერეებშია გამოფენილი.