ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, პროფესიით ექიმმა, დღეს მოინახულა.
„როგორც ცნობილი გახდა, ჟურნალისტის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირაზე მეტია შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია და შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს. პაციენტს დღეში სამჯერ ნახულობს დაწესებულების ექიმი, უტარდება კვლევები და დინამიკაში აკვირდებიან მის მდგომარეობას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაწესებულების ექიმსაც ესაუბრა და პაციენტის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან დღემდე უკვე შვიდჯერ მოინახულეს. აპარატი კვლავ გააგრძელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
გარდა ამისა, ბრიფინგზე სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე; აღნიშნა, რომ მისმა რწმუნებულებმა 2 თვის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების დროებითი მოთავსების იზოლატორებში 401 დაკავებული მოქალაქე, მათ შორის, 15 ქალი და 2 არასრულწლოვანი მოინახულეს.
დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგენდნენ შესაბამის ოქმებს, პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და სხვა სახის უფლებადარღვევების შესახებ. ოქმებში ასევე უთითებდნენ თვალხილული დაზიანებების შესახებ ინფორმაციას.
დაკავებულთაგან 241 პირი სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 163 პირს. 401 მონახულებული პირიდან უმეტესობა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, 37 სისხლის სამართლის ბრალდებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.