პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვალ, 11 თებერვალს „რუსთავი 2-ზე“ ახალი გადაცემა იწყება. „გამომწვევი თამაშები“ ყოველ შაბათს, 21:30 საათზე გავა ეთერში, სადაც მაყურებელი ბევრ სახალისო თამაშს იხილავს.
გადაცემის შესახებ „პრაიმტაიმს“ პროდიუსერი, მამუკა გოგლიძე ესაუბრა.
„რუსთავი 2-ის" ეთერში დაიწყება ნამდვილად გასართობი, გამომწვევი, მხიარული თამაშები, რომელიც ცოტ-ცოტა ადამიანის ადრენალინზეც იქნება დამოკიდებული. ეს თამაშები არანაირ საფრთხესთან დაკავშირებული არ იქნება, თუმცა, მოწვეულ სტუმრებს, ხშირ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფა მოუწევთ.
გადაცემას ჩვენი არხის დილის წამყვანები, თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე გაუძღვებიან, რომლებიც ძალიან მხიარულები და ენერგიულები არიან. ასევე, სოცქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. არხმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. ვფიქრობ, პირველ გადაცემას ძალიან კარგად გაართვეს თავი.
არხის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან სურდათ, რომ საღამოობით მართლა მხიარული, გასართობი გადაცემა ყოფილიყო, რომ მთელ ოჯახს, ყველას შეძლებოდა ნახვა. გადაცემა მხოლოდ დიდებისთვის არ არის - შეუძლიათ, შვილებსა და შვილიშვილებს მოუხმონ, აყურებინონ, გაართონ, შემდეგ უბრძანონ, რომ დაწვნენ და დაიძინონ.
სტუმრები საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი სახეები იქნებიან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ჩვენი არხის წამყვანი სახეებიც.
პირველ გადაცემაში გვეყოლებიან გიორგი ნაზღაიძე და ნინო ჩხეიძე, რომლებიც საოცრად თამაშობენ და აღფრთოვანებულები დარჩნენ, ასევე გაიგებთ, რატომ გაიქცა ნინო ჩხეიძე სტუდიიდან - ამას გადაცემის ბოლო, დასკვნით ნაწილში გაიგებთ. თუმცა, გეტყვით, რომ სულ არ გაქცეულა, დაგვიბრუნდა.
გადაცემა მოკლე დროში, ძალიან ძლიერ და კარგ გუნდთან ერთად მზადდებოდა. შევძელით, მოგვეფიქრებინა სხვადასხვა თამაში.
მაყურებელს კი ვეტყვი, რომ აქ ისეთი თამაშები დაგხვდებათ, რომ სახლში, სხვადასხვა წვეულებაზე დიდიც და პატარაც ჩვენთან გავლილი თამაშებით, თავისუფლად, მარტივი რეკვიზიტებითა და აქსესუარებით გაიმეორებთ და გაერთობით, რომელიც საკმაოდ აზარტულია.“ - ამბობს მამუკა გოგლიძე ,,პრაიმტაიმთან".
ნახეთ, გადაცემის ანონსი ↓