მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
აშშ უარს ამბობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის პროექტის თანასპონსორობაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მზარდ განხეთქილებას ასახავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც სააგენტო Reuters გაეცნო, გმობს რუსეთის აგრესიას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას „უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
„წინა წლებში, აშშ მუდმივად იყო ასეთი რეზოლუციების თანასპონსორი“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.