ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ქალმა საკუთარი ძაღლის გადასარჩენად 21 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.
54 წლის ჯაკ უილიამსმა ამისათვის საკუთარი მანქანა და მემკვიდრეობის ნაწილი გაყიდა. მის ძაღლს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა - ქალი მიუხედავად ამხელა თანხისა, თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
პაწაწინა ლეკვს 2020 წელს მიტრალური სარქვლის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო ოპერაციის გარეშე.
”ის მხოლოდ 10 წლისაა, ჩიუჰაუას კი შეუძლია 16 ან 17 წლამდე იცოცხლოს. ვეტერინარს ვკითხე, რა იყო ჩვენი არჩევანი და მან თქვა, რომ გამოსავალი ოპერაცია იყო, მაგრამ ეს იყო საკმაოდ ახალი და ძალიან ძვირი ოპერაცია. ის ისეთი საყვარელი პატარა ძაღლია, მე ის ძალიან მიყვარს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და აბსოლუტურად საოცრად. ის უბრალოდ პატარა სუპერვარსკვლავია! ვიცი, რომ ეს ბევრი ფულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, თუ ასე ძალიან გიყვარს შენი ძაღლი, მაინც არსებობს რაიმე ვარიანტი“,- ამბობს ძაღლის პატრონი.
ოპერაციის დროს ძაღლს გული ერთი საათის განმავლობაში გაჩერებული ჰქონდა, შემდეგ იგი ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა, ბოლოს კი საავადმყოფო ჯანმრთელმა დატოვა.
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334