დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1782149269
მეტროსადგურის პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.
დეტალების გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მეტროსადგურ „რუსთაველზე“ ტექნიკური ხარვეზია, შესაბამისად, მატარებლები „ახმეტელიდან“ სადგურის მოედნამდე მოძრაობენ. სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეჩერებულია.
დაზიანებული მატარებლის ჩიხში გადაყვანისთანავე, მოძრაობა სრულად განახლდება.