„ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო“ ასეა მიშას ამერიკელი ე.წ. ექსპერტის საქმე, რომელსაც მის ქვეყანაში არ უჯერებენ არაფერს და მატყუარად მიაჩნიათ - ედიშერ გვენეტაძე

გვენეტაძე

,,აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: "ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო," - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მსგავსი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევენ.

,,აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: "ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო"!

ზუსტად ასეა მიშას ამერიკელი ე.წ. ექსპერტის საქმე, რომელსაც მის ქვეყანაში არ უჯერებენ არაფერს, მიაჩნიათ მატყუარად, ფლიდად!

აქ კი თაღლითთან და სიმულიანტთან ჩამოყვანილი თავად უმაღლესი დონის მიშასმაგვარი სუბიექტი ბელადის მომხრეებს მიაჩნიათ მეტრად!

ჰო მიაჩნდეთ და აზომინეთ მილიმეტრობით ეგ თქვენი დაზეთილი და რუმბივით გაგორებული ფალავანი! რაც დაიჭირეთ და რასაც დაიჭერთ აგერ სახეზეა!’’ - წერს ედიშერ გვენეტაძე.