პუტინის რისხვა შეიძლება ომის ახალი სასტიკი ეტაპის მაუწყებელი იყოს - CNN

პუტინი

ვლადიმერ პუტინის უკანასკნელი სისასტიკისა და შურისძიების აქტი შესაძლოა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო სიბრაზის გამოხატულება იყოს. პუტინის რისხვა შეიძლება ომის ახალი სასტიკი ეტაპის მაუწყებელი იყოს. ამის შესახებ CNN წერს.

„მესიჯი ნათელი იყო მთელი მსოფლიოსთვის: პუტინი არ აპირებს თავის დამცირებას. ის არ ეთანხმება დამარცხებას. და ის სრულიად მზადაა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისთვის ბრძოლის ველზე წარუმატებლობის სერიის საპასუხოდ", - ნათქვამია ანალიზში.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ორშაბათს პუტინის სამიზნეები ასახავდნენ პუტინის საჭიროებას ახალი სამიზნეების მოძებნის გამო, რადგან მან ვერ შეძლო უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე.

ორშაბათს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა. უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.

რუსებმა ასევე დაარტყეს შენობას, რომელშიც განთავსებულია გერმანიის სავიზო ოფისი.