მომღერალი და ლოტბარი გივი შანიძე გარდაიცვალა
1738779226
პუტინი ბელარუსის ომში ჩათრევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განთავსებას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს.
„პუტინის ამბიციებით და იმით, რასაც დღეს ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. ეს ფაქტია. ის ამ გზას გააგრძელებს და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამის შესახებ ვაფრთხილებ, სრულიად ღიად, გულწრფელად – მესმის, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შესაძლოა, პოლონეთი იყოს შემდეგი ან ბალტიის ქვეყნები. და ეს უბრალოდ მორიგი რიტორიკა არ არის. თქვენ ნახავთ გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ის ძალებს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, ბევრმა ევროპელმა და შესაძლოა აშშ-მაც თქვას, რომ ეს დაშინებაა.
„ეს არის პოლონეთის დაშინება, ლიეტუვის დაშინება და ჩვენი სხვა ბალტიის პარტნიორების დაშინება. მაგრამ თქვენ ნახავთ – ის ყველაფერს გააკეთებს მათ ჩასათრევად. ის იფიქრებს, როგორ მოახდინოს მათი პროვოცირება. არ ვიცი, იქნება თუ არა შეჭრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამგვარად ჩაითრევს ბელარუსს ომში. თუმცა, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა რაკეტებით დაბომბეს – ისინი უკვე იყვნენ ამ ომში, მაგრამ მათი ხალხი არა და მათი ჯარი არა, ჯერჯერობით, მაგრამ პუტინს ეს ძალიან უნდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პუტინის შესაჩერებლად. ზელენსკის თქმით, ევროპელებმა თავდაცვის ხარჯები დღესვე უნდა გაზარდონ.
„თუ არ გსურთ მომავალში მთელი ბიუჯეტის თავდაცვაზე დახარჯვა, დახარჯეთ დღეს ის პროცენტი, რაც დღეს არის საჭირო. ასეთი ნაბიჯებით გააძლიერეთ თქვენი თავდაცვა. უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის თქვენი თავდაცვის ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.