1728846029
პოლონეთში ახალი მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად ათიათასობით ადამიანი პარლამენტის წინ გამოვიდა
პოლონეთში ათიათასობით ადამიანი ახალი მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ გამოვიდა. დემონსტრანტები საზოგადოებრივ მედიაში რეფორმებსა და ორი პოლიტიკოსის დაპატიმრებას აპროტესტებენ. უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის შეცვლამ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსების დაკავებამ. მით უფრო, რომ 2007 წელს ამავე ბრალდებით ისინი უკვე გაასამართლეს, 2015 წელს კი პრეზიდენტმა შეიწყალა.
ამასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურებს დაიწყებს.
„გადავწყვიტე შეწყალების პროცესის დაწყება. მინდა, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და სამართლებრივი სტანდარტის დაცვით“, - განაცხადა ანჯეი დუდამ