ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა.
მედიის ცნობით, ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაჩიეი ვასიკმა პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეს შეაფარეს თავი.
პოლიტიკოსების დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა. მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანჯეი დუდა პოლიტიკოსების დაპატიმრების შეფერხებაში დაადანაშაულა.
კამინსკი და ვასიკი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984