პოლიციამ 65 თერმოსის მოპარვის ბრალდებით კალიფორნიაში ქალი დააკავა

თერმოსი

პოლიციამ 65 თერმოსის მოპარვის ბრალდებით კალიფორნიაში ქალი დააკავა. როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, შემთხვევა საკრამენტოში მოხდა. სავარაუდო დამნაშავე 23 წლისაა. 65 თერმოსის საერთო ღირებულება $2 500-ს აღწევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მართალია, 2024 წელი ჯერ ახლახან დადგა, თუმცა კალიფორნიის მასშტაბით ეს ყველაზე დიდი საცალო ქურდობა აღმოჩნდა. ინციდენტის შესახებ პოლიციას მაღაზიის თანამშრომლებმა აცნობეს. მათ სათვალთვალო კამერებში შენიშნეს, თუ როგორ გაიტანა ქალმა თერმოსებით სავსე ყუთი საწყობიდან, ურიკის დახმარებით.

დადევნებმა თავად თანამშრომლებმაც სცადეს, მაგრამ მისი შეჩერება ვერ მოახერხეს, რადგან, როგორც ამბობენ, მანქანით საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაახლოებით 30-წუთიანი ადევნების შემდეგ იგი გააჩერა. ჩხრეკის შედეგად ზუსტად 65 თერმოსი ამოიღეს. როგორც აზუსტებენ, მათი ფასი $20-დან $50-მდე მერყეობს.