პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილს ოპერაციის გაკეთებაში ხელს უშლიდა და კანაფის ზეთით „მკურნალობდა“

deda

დედას მიესაჯა სამთვიანი პატიმრობა იმის გამო, რომ ცდილობდა ქალიშვილს არ გაეკეთებინა ოპერაცია 2019 წელს ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ. ამის ნაცვლად ის დაავადებას კანაფის ზეთით და ვიტამინებით „ებრძოდა“. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, პროკურორები თავდაპირველად დედის წინააღმდეგ 19-თვიან პატიმრობას ითხოვდნენ იმისთვის, რომ ქალი ცდილობდა 13 წლის ქალიშვილს არ მიეღო რეკომენდებული სამედიცინო დახმარება.

„მიზეზი, რომ გოგონა დღეს ცოცხალია, არის ის, რომ მას ჩაუტარდა ქიმიოთერაპია და გაიკეთა ოპერაცია,” - უთხრა პროკურორმა მოსამართლეს.

მოსამართლემ სასჯელი 3 თვემდე შეამცირა, რადგან შვილმა ითხოვა ასე. 

მოზარდს კიბოს დიაგნოზი პირველად 2018 წელს დაუსვეს. მან გაიარა ქიმიოთერაპიის სამი კურსი იქამდე, სანამ დედამ უარი თქვა ქალიშვილის სამკურნალოდ წაყვანაზე. საქმეში შტატის ადამიანური მომსახურების დეპარტამენტი ჩაერთო და მოითხოვა მეურვეობა გოგონაზე, რითაც სახელმწიფოს საშუალება მისცა მიეღო სამედიცინო გადაწყვეტილებები. პარალელურად გოგონა აგრძელებდა დედასთან ცხოვრებას.

თუმცა, ოპერაციის გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, დიქსონი მოზარდთან ერთად შტატიდან გაიქცა. პოლიციამ მოზარდი იპოვა და დააბრუნა, სადაც 2020 წელს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.

„მე არასოდეს მსურდა მისი მკურნალობის შეწყვეტა. ეს მხოლოდ ამ კონკრეტული ექიმის გამო მოხდა. მე არასოდეს დავაყენებდი [მას] საზიანო გზაზე. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მებრძოლა მისი სიცოცხლისთვის”, - განუცხადა დედამ სასამართლოს.

მამის თქმით, ქალიშვილი ახლა კიბოსგან თავისუფალია, თუმცა როგორც უცხოური მედია წერს, მამას შვილი 2020 წლის შემდეგ აღარ უნახავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

,,სხეულზე დანით დაზიანებები მიაყენა...“ - 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

„ჩემი შვილი, ნარკოტიკების გამო, ფსიქიკურად ვერ იყო...“- რას ამბობს 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა?