ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
პაკისტანის სამხრეთით, ბარხანის რაიონში შეიარაღებულმა პირებმა 7 ადამიანი მოკლეს.
40-მდე შეიარაღებულმა პირმა ბარხანის რაიონიდან სამხრეთით მიმავალი სამგზავრო ავტობუსები და ავტომობილები "შემოწმების მიზნით გააჩერა", რის შემდეგაც 7 ადამიანს ავტობუსიდან გარეთ გადმოსვლა მოსთხოვეს და ესროლეს.
როგორც კომისრის მოადგილემ, ვაქარ ხარშიდ ალამმა გამოცემა Reuters-ს უთხრა, შვიდივე პირი ცენტრალური პუნჯაბის პროვინციიდან იყო.
ამ დროისთვის, მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა, მკვლელობის მოტივი უცნობია - თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ.