ოთხი შვილი, წარმატებული ყოფილი ფეხბურთელი და გამორჩეული მწვრთნელი - რა ვიცით ვილი სანიოლზე

ვილი სანიოლი

ამბობენ, რომ ყველა ისტორიული გამარჯვების უკან ფეხბურთელებთან ერთად ყოველთვის მათი მწვრთნელი დგას. ასე იყო ამჯერადაც. საქართველოს ეროვნული ნაკრები ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარდგა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანას სასწაულების მოხდენა შეუძლია...

ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი 18 მარტს სენტ-ეტიენში დაიბადა. ფეხბურთით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატება რისკისა და მარცხის გარეშე არასდროს მოვიდოდა.

ოცნების ასრულებისკენ სწრაფვაც პატარა ნაბიჯებით დაიწყო.  პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, მის მშობლიურ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო.მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წელს შედგა. შემდეგ იყო ფრანგული კლუბი „მონაკო“. კარიერის უმეტესი წლები კი ვილი სანიოლმა „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში ყოფნის დროს მან უეფას ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიგო.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებს წვრთნი­და. გარკვეული დროის მანძილზე  საფრანგეთის კლუბ „ბორდოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლობდ­ა. 2017 წლის ზა­ფხულ­ში კი ბა­ი­ერ­ნის საწ­ვრთნე­ლო შტაბს შე­უ­ერ­თდა და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა. საქართველოს ნაკრებს სათავეში 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩაუდგა.

ყველაზე რთული ვილი სანიოლისთვის 2014 წელი აღმოჩნდა. მა­შინ­დელ „ბორ­დოს“ მწვრთნელს, რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი. ამის მიზეზი სანიოლის განცხადება გახდა:

„სა­ნამ მე „ბორ­დოს“ მწვრთნე­ლი ვარ, ცოტა აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თელს შე­ვი­ძენთ. არ მინ­და ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­კარ­გო ნა­ხე­ვა­რი გუნ­დი იმის გამო, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ აფ­რი­კის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში. აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია: ისი­ნი ითხო­ვენ ნაკ­ლებ ხელ­ფასს, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ ფეხ­ბურთში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კა, ჭკუა და დის­ციპ­ლი­ნა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­შია არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი...“

მოგვიანებით ამ სიტყვებისთვის ვილი სანიოლს  ბოდიშის მოხდა მოუწია.

„ვწუხ­ვარ, თუ ჩემი სი­ტყვე­ბით ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ბო­დიშს ვიხ­დი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემი სი­ტყვე­ბი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ტაქ­ტი­კურ გან­სწავ­ლუ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე“.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვილი სანიოლს მეუღლე - შარლოტ გვენდოლინ-სანიოლი და ოთხი შვილი ჰყავს..

ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება, - ამბობს სანიოლი და ჩვენს ქვეყანას ეროვნულ ნაკრებთან ერთად მომავალში ბევრ გამარჯვებას ჰპირდება.