VIDEO: გადაცემის მსვლელობისას, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს დაურეკა - ნახეთ, რა დიალოგი შედგა მათ შორის

დიმა ბუდუ

2 ივლისს ფეისბუკზე გავრცელდა თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილი მონაკვეთი, რომელშიც ისმის ფრაზა: „შენ არ გამოდიხარ. სიტყვა აღარ გაქვს“. სოცქსელის მომხმარებლებში გაჩნდა ვარაუდი და ამას მოჰყვა მტკიცებაც, რომ სპორტულმა კომენტატორმა და ღონისძიების წამყვანმა, დიმა ობოლაძემ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა და ის მიკროფონიდან გააბრუნა. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დიმა ობოლაძემ ვიდეო გაავრცელა და მსგავსი ფაქტი უარყო.

ახლა მოვრჩით საღამოს, წამოვედი და სქრინებს მიყრიან ფეისბუკზე, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, რომ სიტყვას არ გაძლევთო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან, შეიძლება სხვას ვუთხარი, უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს, სიტყვით არ გამოდიხარ? არა. მორჩა, ეგ იყო და ეგ. რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რაებს იგონებთ. ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი”. 

ფაქტს თავდაპირველად ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა:

მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს... მადლობა, რომ გიყვართ ბუდუ“ - დაწერა ფეხბურთელის მამამ.

ამაზე ბუდუმაც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ ცილისწამებისთვის ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი.

ცოტა ხნის წინ დიმა ობოლაძემ გადაცემის ჩაწერის პარალელურად, ბუდუსთან დარეკვა სცადა. 

ნახეთ, მათ შორის შემდგარი დიალოგი ↓