ონლაინმაღაზიიდან გამოწერილ ნივთებში წერილი აღმოაჩინეს, სადაც უცხო ადამიანი შველას ითხოვდა

მაღაზია

Wildberries-ის შეკვეთისას მოსკოვის მახლობლად, ქალმა ონლაინმაღაზიიდან შეკვეთა მიიღო, სადაც იპოვა ჩანაწერი, რომელშიც უცნობი პირი დახმარებას ითხოვდა, რადგან ის, სავარაუდოდ, მძევლად ჰყავდა აყვანილი საწყობის მენეჯმენტს. ამის შესახებ ვებგვერდი MK.ru წერს.

„სამსახურში ვარ გამოკეტილი და ხუთი დღეა, სახლში არ მიშვებდნენ. უფროსმა თქვა: სანამ პროდუქტის შესახებ ათი დადებითი გამოხმაურება არ იქნება, ვიმუშავებ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. გთხოვთ დამეხმაროთ", - ნათქვამია ჩანაწერში.
ქალმა ამანათი აიღო ონლაინმაღაზიის საწყობიდან, უკვე სახლში, მან იპოვა წერილი,  რომელზედაც უცნაური ტექსტი იყო დაწერილი. პოლიცია საქმეს იძიებს და ჩანაწერის ავთენტიკურობას ამოწმებს. 

ასევე ნახეთ:

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით

„მერილინ მონრო მარიამთან შედარებით არაფერია…“ – რას ამბობს სოფი ლორენის შვილი ქართველ შეყვარებულზე