1734018035
ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუწიონ
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუწიონ.
ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მიერ ჯერ-ჯერობით ძალიან მცირეა.
"ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, ასევე გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის სასარგებლოდ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
"ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის უკრაინის მხარეზეა - თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეზეა", - დასძინა მან.