აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
მერილენდის შტატში მცხოვრებმა ოჯახმა 5 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მელისა და ბრუკ გარსის თქმით, ფისო, სახელად არემისი 2021 წლის სექტემბერში გაუჩინარდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ოჯახმა მის საპოვნელად ყველა ხერხს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
თებერვალში უცნობმა ქალმა კატა ერთ-ერთ დასახლებაში იპოვა და თავშესაფარში მიიყვანა. თავშესაფრის თანამშრომლებმა კატის მიკროჩიპი დაასკანერეს და პატრონის ვინაობას ასე მიაგნეს.