1728583740
ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში ადგილობრივი მეჩეთის იმამი მოკლეს
აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში ადგილობრივი მეჩეთის იმამი მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ჰასან შარიფი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მეჩეთის შესასასვლელთან იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ჰასან შარიფის მკვლელობა შიდა ტერორიზმს არ უკავშირდება.
„ამ დროისთვის არსებული მასალები არ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს რელიგიური შუღლით განპირობებულ მოქმედებასთან ან შიდა ტერორიზმის გამოვლინებასთან“, - განაცხადა ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორმა, მეტიუ პლეტკინმა.
დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 25 000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.