ნეთანიაჰუ: ომი არ დასრულებულა - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერნი უნდა დავრჩეთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ძალები ლიბანში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭიროა ჩრდილოეთში ჩვენი თემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა მან ისრაელის საჰაერო ძალების პილოტების გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრისას, ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეთანხმებით თუ მის გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“.

„ომი არ დასრულებულა. ძველ გამოწვევებთან ერთად, ახალი გამოწვევებიც მუდმივად იჩენს თავს. ძველი ღერძები ინგრევა და ახლები იქმნება. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის. ერთი რამ ვიცით: ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერნი უნდა დავრჩეთ. ისრაელის საჰაერო უპირატესობის შენარჩუნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ქვაკუთხედია. ეს თანაბრად აუცილებელია არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ჩვენ ამას ვაღწევთ როგორც ჩვენი ადამიანური რესურსების, ისე ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესებით“, - დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.